|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
18
|
|
19
|
|
|
|
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ლიტვის პრემიერი ნიკა გილაურს შეხვდა
30.04.12 12:14
ლიტვის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში პირველი ოფიციალური შეხვედრები გამართა. ანდრიუს კუბილიუსი ნიკა გილაურს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ ისაუბრეს, შემდეგ კი გაფართოებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
`ლიტვის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ წინგადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან ურთიერთობაში ამ მხარდაჭერის შედეგია. იმედი გვაქვს, რომ მალე დავიწყებთ უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, ბოლომდე გვაქვს მისაყვანი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასოცირების შესახებ ხელშეკრულება და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მეგობრების, მათ შორის ლიტვის მხარდაჭერა,`- განაცხადა პრემიერმა ერთობლივ ბრიფინგზე.
ლიტვის პრემიერმა დადებითად შეაფასა საქართველოში გატარებული რეფორმები და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამ წარმატებებიდან ბევრს სწავლობს.
|
 |
 |
|
|

რუსეთი მხად არის საქართველოს ახალი ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს უპასუხოს, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზაციას ითვალისწინებს, - ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი ბრიუსელში დღეს დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარადგენს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს პრემიერ მინისტრის მიერ სტრასბურგში გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანია `რუსთავის2`-ის შესახებ. საგანგებო განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
პრემიერს შეუძლია მაკრიტიკოს, თუმცა არ შეიძლება ეთამაშოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

|
|
|

|