ხუთშაბათი, 20.06.13   01:52
+20.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

ივანიშვილის პოლიტიკური პარტია `ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო`

15.02.12 14:11

`ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო`- ასე ერქმევა პოლიტიკურ პარტიას, რომლის საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილმა დღეს წარადგინა. ივანიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი თავად იქნება, მისი მეუღლე კი პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ვერ აღიდგინა.

`ქართულ ოცნებაში` გამართულ პრეზენტაციას მომავალი პარტიის სახეებიც ესწრებოდნენ. მათი უმრავლესობა საზოგადეობისთვის სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობით უკვე კარგად ნაცნობია.

მათ შორის, ვინც დღეს ივანიშვილმა წარადგინა, მისი საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი; ივანიშვილის ოჯახის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი და ქართული ოცნების იურიდიული ჯგუფის წევრი, ყოფილი სოციალისტი ზაქარია ქუცნაშვილი არიან. ასევე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი და ირაკლი ალასანიას ცოლის და - მაია ფანჯიკიძე და ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი.

`ქართულ ოცნებაში` ნოდარ ხადურიც გაწევრიანდა, წარსულში ზურაბ ნოღაიდელის მოადგილე და შემდგომში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი.

ივანიშვილთან იქნება გოგა ხაინდრავას ყოფილი მოადგილე გია ვოლსკიც; ასევე შევარდნაძის მთავრობის რამდენიმე სახე: თედო ჯაფარიძე, რომელიც ბოლო პერიოდში `ქართული ოცნების` საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საგარეო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ივანე კიღურაძე, რომელიც 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მოგვიანებით, ქართული აკადემიის წევრი იყო.

სულ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საინიციატივო ჯგუფის 18 წევრი წარადგინა, აქედან სამი - კახა კალაძე, ამერიკაში მყოფი ნუგზარ დავითაშვილი და ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი თანაპარტიელი ლერი ხაბელოვი, დღევანდელ პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ. პატარკაციშვილის ყოფილი თანაგუნდლებიდან "ქართულ ოცნებაში" ბიზნესმენი გოგლა ჟვანიაც გაწევრიანდა.

საინიციატივო ჯგუფში ასევე არიან უფლებადამცველები მანანა კობახიძე და თენგიზ ავდალიანი, და გაზეთ `რეზონანსის` უკვე ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ქრთამის აღებისთვის დმანისში ორი პირი დააკავეს

18.06.13 14:48

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.More...video clip 

სახალხო დამცველი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შესახებ

18.06.13 14:44

სახალხო დამცველი შსს-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. უჩა ნანუაშვილის განცხადებას კი სასჯელაღსრულების მინისტრი პასუხობს.More...video clip 

ნაციონალური მოძრაობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შესახებ

18.06.13 14:09

ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. More...video clip 

ავცტოსაგზაო შემთხვევას რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა

18.06.13 13:39

რუსეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა გურიაში, სოფელ სურებთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში. `მიცუბიში პაჯეროს`მარკის ავტომობილი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გზიდან გადავიდა და ხეობაში გადავარდა.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ონიშჩენკო ქართული ღვინის შესახებ

18.06.13 11:44

ქართული ღვინო რუსულ მაღაზიებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. მისივე თქმით, ქართული ღვინის პროდუქცია უკვე საბაჟო პროცედურას გადის. More...video clip 

შს მინისტრი დიპლომატებს შეხვდება

18.06.13 11:26

შინაგან საქმეთ მინისტრი სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს დიპლომატებს გააცნობს. საქმე ეხება სამეგრელოში სპეციალური კამუფლაჟით დაფარულ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს.More...video clip 

`ტარასას` კვლავ პატიმრობა ემუქრება

18.06.13 10:59

ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული ე.წ. კანონიერ ქურდი ტარიელ ფოცხვერია, მეტსახელად `ტარასა` კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა.More...video clip 

რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ

18.06.13 10:33

უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company