ქუთაისში აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი მკურნალობს
20.02.12 10:15
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი მკურნალობს. ახალგაზრდა მამაკაცი მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობით ქუთაისში კატასტროფის ბრიგადამ გუშინ გადაიყვანა. მას ყველა შესაბამისი გამოკვლევა უკვე ჩაუტადა. პაციენტს დღეს ოპერაციას გაუკეთებენ. მედიკოსების განცხადებით, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზები.
ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე უფრო აქტიური მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
საქართველოს 1,200-ზე მეტი მოქალაქე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და 17 მაისის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა დამცველები რუსთაველის გამზირზე 17 მაისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მოპოვებულ ვიდეომასალასა და მონიტორინგის შედეგებს პროკურატურას გადაუგზავნიან.
საქართველოს პრეზიდენტი ტაილანდის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში აზია-წყნარი ოკეანის სამიტს ესწრება. მასში მსოფლიოს 37 ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო პირები, პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობენ.