ყაზახეთში თოვლში ჩარჩენილი ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. ქართველებთან ერთად, ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდნენ რუსი და ბულგარელი მძღოლები. ყაზახეთში, მანგი-სტაუსკის ოლქში 100-მდე ავტომანქანაა გაჩერებული. მათი გამოყვანა კი უამინდობის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ ტერიტორიაზე ქარბუქის ჩადგომას სინოპტიკოსები მხოლოდ ორ დღეში ვადაუდობენ. ყაზახეთში საქართველოს ელჩის თქმით, მძღოლებს საკვებს ვერტმფრენების საშუალებით აწვდიან. პაატა კალანდაძის განცხადებით, ადგილზე ყაზახეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა.
საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ბაქოში შეხვედრის დროს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას უშიშროების საბჭოს მდივანი გამოეხმაურა. გიგა ბოკერიას აზრით, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო და მიზნად ისახავს ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორებას...
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.