მძიმეა 11 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაბნის რაიონიდან გადმოიყვანეს. ბავშვმა სხეულის თერმული დაზიანება ბუნებრივი აირის აალების შედეგად მიიღო. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მოზარდს თერმული დაზიანება სახესა და კიდურებზე აღენიშნება.
დამწვრობის ცენტრში ასევე ბუნებრივი აირის აალების შედეგად დაშავებული 68 წლის მამაკაცი მოათავსეს. იგი დუშეთის რაიონიდან გადმოყვანეს. მას სხეულის 14 პროცენტი აქვს დამწვარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ვაზიანში IV ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა. ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული სამხედროები სწორედ ამ ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდნენ. სამწყობრო მოედანზე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული რვა ბრალდებულის საქმეს დღეს სასამართლო დღეს განიხილავს. ამავე საკითხზე ოთხ ეჭვმიტანილს კი მოსამართლემ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ნინო ბურჯანაძე აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა აქტივისტებთან შეხვედრაზე `ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში`გააკეთა.
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით ხვალინდელი დღე 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდეს.
მოძრაობა `ეროვნულების`ლიდერი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამოდის. სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები კონსულტაციებს ნაციონალურ მოძრაობაში გადიან. აქციის ორგანიზატორ ორგანიზაცია `იდენტობას`კი ბრეგაძე არეულობის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე 5000 ლარის გირაოს გადახდისთანავე საპატიმროს დატოვებს. გელა ხვედელიძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.