თბილისში, ყაზბეგის N11-თან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ადრე მკვლელობისათვის ნასამართლევი ლაშა მაღრაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მამაკაცს ოთხი ტყვია ესროლეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება.
ინციდენტი გამთენიისას მოხდა. საქმეს უკვე იძიებს პოლიცია.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული რვა ბრალდებულის საქმეს დღეს სასამართლო დღეს განიხილავს. ამავე საკითხზე ოთხ ეჭვმიტანილს კი მოსამართლემ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე 5000 ლარის გირაოს გადახდისთანავე საპატიმროს დატოვებს. გელა ხვედელიძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამართლადამცველებმა 12 მოქალაქე დააკავეს. დაკავების სპეცოპერაცია სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია.
შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებულ მოადგილეს გელა ხვედელიძეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. სულ რაღაც ერთი საათის წინ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდნენ.