კრემლში პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა
07.05.12 16:24
რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ვლადიმერ პუტინი უკვე ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია კრემლის დიდ დარბაზში გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებაზე პირველად სიტყვით დიმიტრი მედვედევი გამოვიდა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში დაწყებული ტრანსფორმაციის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ფიცის დადების დროს ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა - ერთგულად ემსახუროს რუს ხალხს.
ინაუგურაციაზე 3 ათასამდე ადამიანი იყო მიწვეული. ცერემონიას მთავრობის სრული შემადგენლობა, სათათბიროს დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ცნობილია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მის მოვალეობას ვიცე-პრემიერი ვიქტორ ზუბკოვი შეასრულებს.
|