ოთხშაბათი, 19.06.13   12:39
+23.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ლიპარტელიანი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება

10.05.12 20:48

ავთანდილ ლიპარტელიანს უკვე მომზადებული აქვს სიტყვა, რომლითაც ხვალ ნორვეგიის სასამრთლოს მიმართავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

თამთა ლიპარტელიანის მამა დღევანდელ პროცესსაც დაესწრო. ავთანდილ ლიპატელინი დღესვე გაეცნო ექსპეტიზის დასკვნას და სასამართლოში თავისი მოთხოვნებით წერილიც შეიტანა.

ჩვენებას თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანიც მისცემს. უტოიას ტერაქტის უშუალო თვითმხილველი ანდრეს ბრეივიკის ტყვიას ათი თვის წინ შემთხვევით გადაურჩა. პროცესზე დასწრებამდე ქართველმა გოგონამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ნათია ჩხეტიანთან ერთად, მოსამართლეები უტოიას ტერაქტს გადარჩენილ ყველა ახალგაზრდას მოუსმენენ.

დღეს დილიდან ოსლოში დაზარალებულებისა და მათი ოჯახების წევრების დაკითხვა დაიწყო. მათ გამოსვლებს ანდერს ბრეივიკიც ესწრება. სასამართლოს შენობის გარეთ კი არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, რომლებიც ერთი წლის წინ მომხდარი საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ხვალ უკვე სასამართლო თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის ეპიზოდს განიხილავს.

სასამართლოზე დღეს სიტყვა ტერაქტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ნაწილთან ერთად, უშუალო თვითმხილველებსაც მიეცათ. ყველა მათგანმა დღეს სასამართლოს წინაშე თავისი ამბავი და ტერაქტის დეტალები გაიხსენა. ანდერს ბრეივიკისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები სასჯელის უმაღლეს ზომას და მის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ანდერს ბრეივიკის გახმაურებული პროცესი ოსლოში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ყველა სხდომა დახურულია.

საზარელ ტერაქტს რიგითი ნორვეგიელები დღემდე ვერ ივიწყებენ. სამართლოს შენობასთან ხალხი ყოველდღე, დილიდან იკრიბება.

სასამართლო სხდომები ბოლო წლების ყველაზე სასტიკ საქმეზე ყოველდღიურად იმართება. მოწმეებისა და დაზარალებულების მოსმენის შემდეგ, ოსლოს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 22 ივლისს მიიღებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერაქტი აღკვეთა

13.06.13 13:48

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული აქტი აღკვეთა. საქმის დეტალებზე სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. გავრცელდა შესაბამისი განცხადებაც.More...video clip 

გურამ დონაძე პროკურატურაში იმყოფება

13.06.13 13:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე მთავარ პროკურატურში იყოფება. შსს-ს ცნობით, მას და კიდევ რამდენიმე პირს ბრალი დაუმძიმდება. More...video clip 

ორი სოფლის რწმუნებულები დააკავეს

13.06.13 11:33

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახურმა გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძისა და კაჭრეთის რწმუნებულები, ვაჟა არუთინაშვილი და გივი რამაზაშვილი დააკავა. გამოძიება მათ საპატრიარქოს კუთვნილი 50 ჰექტარი საძოვრის უკანონოდ გაქირავებას ედავება. More...video clip 

ფეისბუქში ინფორმაციის გაზიარებისთვის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი დაკითხეს

12.06.13 11:39

დაახლოებით ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა მოდულის შენობა `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის` მხარდამჭერმა გიორგი ხმელიძემ. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ჩინური კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს

11.06.13 14:48

ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციაში მონაწილე ჩინური კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაკავებულია.More...video clip 

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავეს

11.06.13 12:25

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში ერთი პირი დააკავეს.More...video clip 

სოფელი 65 წლის მამაკაცის სოფლიდან გაძევებას მოითხოვს

11.06.13 11:26

3 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 65 წლის მამაკაცს ედება ბრალი. შემთხვევა 2 კვირის წინ კახეთში მოხდა და ეჭვმიტანილი დაკავებულია. More...video clip 

მამაკაცმა ცოლი და 4 წლის შვილი მოკლა

11.06.13 10:40

საზარელი მკვლელობა მოხდა გვიან ღამით სოფელ დიღომში. ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და 4 წლის შვილი მოკლა. ოჯახი გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ცხოვრობდა. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company