ფოთში ნაგავსაყრელზე ჩვილის ცხედარი იპოვეს. მდედრობითი სექსის ახალშობილი მუყაოს ყუთში ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნახეს. იგი, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის დაბადებული იყო. ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მომხდარს ფოთის პოლიცია იძიებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებულ მოადგილეს გელა ხვედელიძეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. სულ რაღაც ერთი საათის წინ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდნენ.
მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება.
პირადი ცხოვრების ფარული ვიდეო გადაღების შესახებ განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა. მასში ნათქვამია, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე გამოძიებას პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ატარებდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
გელა ხვედელიძის დაკავების შემდეგ გიორგი ფარესიშვილი ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფარესიშვილმა განაცხადა, რომ ის იურისტებთან კონსულტაციებს გადის...
ინტერპოლი და ლიტვის სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გივი თარგამაძეს რუსეთი პოლიტიკური მოტივით დევნის. ამის შესახებ საუბარია `ნოვაია გაზეტას` სტატიაში.
ფარული ჩანაწერები, რომელიც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წევრების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს, განადგურდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.