ოთხშაბათი, 19.06.13   08:28
+22.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოსკოვში

07.05.12 13:10

ინტერნეტით მოსკოვში ოპოზიციის აქციის დაშლის ამსახველი ახალი ვიდეომასალა ვრცელდება. კადრებში ბალოტნაიას მოედანთან ახლოს ჩანს სასტიკად ნაცემი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. თუმცა ოფიციალურად მსხვერპლის შესახებ ოფიციალური პირები არ საუბრობენ.

უკვე დადასტურებულია, რომ გუშინდელი აქციის დროს მოყვარული ფოტოგრაფი დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცი შენობის მეხუთე სართულიდან იმ დროს გადმოვარდა, როდესაც ფოტოკამერით ცდილობდა ბალოტნაიას მოედანთან განვითარებული მოვლენების ფირზე აღბეჭდვას.

უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ რუსი სამართალდამცველები, წინა აქციებისგან განსხვავებით, გუშინ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ნაცემია 47 დემონსტრანტი. პოლიციის განყოფილებებში კი 600-ზე მეტი მომიტინგე მოხვდა.

აქციაზევე დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები. მემარცხენე ფრონტის ლიდერს სერგეი უდალცოვს სიტყვით გამოსვლაც არ დააცალეს და პირდაპირ სცენაზე აიყვანეს. მოგვიანებით მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

აქციაზევე დააპატიმრეს ალექსეი ნავალნი და ბორის ნემცოვი, რომელიც აქციის არასათანადო ორგანიზებაში დაადანაშაულეს და 1000-რუბლიანი ჯარიმის შემდეგ გაათავისუფლეს.

მილიონიანი მარში გუშინ შუადღისას დაიწყო. საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის მმართველობის მოწინააღმდეგეები ბალოტნაიას მოედანზე შეიკრიბნენ. თუმცა მათ ხიდთან შინაგანი ჯარის ქცედანაყოფები დახვდნენ, რასაც შეტაკება მოჰყვა.

ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, სამართალდამცველებს აქციის ჩატარებაში ხელი არ შეუშლიათ რუსეთის ხელისუფლების მომხრეებისთვის, რომლებმაც პაკლონნაია გორაზე ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა საზეიმო კონცერტის მოწყობით გამოუცხადეს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

28.05.13 16:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებსა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.More...video clip 

პრეზიდენტი ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

28.05.13 15:14

ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების განლაგებაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ის მომხდარში მთავრობას არ ადანაშაულებს.More...video clip 

ცხინვალში მავთულხლართების გაბმის პროცესი შეჩერებულია

28.05.13 15:03

მავთულხლართების გაბმის პროცესი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა სამუშაოები შესაძლოა ისეთ ადგილებში გრძელდება, სადაც ფიზიკურად ოკუპანტების დანახვა შეუძლებელია. More...video clip 

თედო ჯაფარიძის განცხადება

28.05.13 14:54

საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

აფხაზეთში ორ ქართველი ჯაშუშობისთვის გაასამართლეს

28.05.13 13:35

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი გაასამართლეს. მარიონეტული რეჟიმის უზენაესმა სასამართლომ ჯემალ ოკუჯავას და ოთარ ჯღარკავას 13 და 11-ნახევარწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. More...

IDU მერაბიშვიილს დაკავებას ეხმაურება

28.05.13 13:22

დემოკრატების საერთაშორისო გაერთიანება მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას - შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების დევნა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებ-გამოქვეყნდა. More...video clip 

უმცირესობა პლენარულ სხდომას არ ესწრება

28.05.13 12:04

ნაციონალური მოძრაობა პროტესტის ნიშნად პარლამენტის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. More...video clip 

ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი აქციები გაიმართება

28.05.13 11:30

ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company