ორშაბათი, 20.05.13   05:19
+16.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტის გამოსვლა მაასტრიხტის უნივერსიტეტში

23.02.12 10:00

საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც უნივერსიტეტის მესვეურებმა მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ მიიწვიეს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო.

მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება.

`რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია - ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ,`- განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.

აუდიტორიის ინტერესი, ძირითადად, ისეთი საკითხებს წარმოადგენდა, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, მათ შორის, მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მარტინ პოლმა პირადად წარუდგინა.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრემიერი გერმანიაში იმყოფება

15.04.13 10:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ბიძინა ივანიშვილი გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.More...

დღეს დედაენის დღე აღინიშნება

14.04.13 17:57

ისტორიკოსების მტკიცებით, რომ არა სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, 35 წლის წინ საქართველო სახელმწიფო ენას დაკარგავდა. სწორედ მრავალათასინი მანიფესტაციით შეძლეს ქართველებმა ეროვნული საგანძურის დაცვა. More...

ჰამარბერგი აგვისტოს ომის გამოძიებაზე

14.04.13 17:35

საერთაშორისო ტრიბუნალი დაინტერესებულია, რამდენად იყო დარღვევული ადამიანთა უფლებები 2008 წლის ომის დროს და არა იმით, თუ ვინ დაიწყო დაპირისპირება, - განაცხადა თომას ჰამარბერგმა. More...

ჰამარბერგი ადამიანის უფლებებზე ანგარიშს წარადგენს

14.04.13 17:33

დამოუკიდებელი ექსპერტის როლში თომას ჰამერბერგი თავის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ, სავარუდოდ, სექტემბერში გამოაქვეყნებს. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

კუდავამ იშხანში ექსპედიციის შედეგები წარადგინა

13.04.13 20:32

იშხნის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ქართველი სპეციალისტების ჩასვლამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეჩერდეს, - განაცხადა ხელნაწეთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. More...

პრემიერ-მინისტრის განცხადება

12.04.13 20:43

პრემიერ-მინისტრს დღეს თავის განცხადებებზე განმარტებების გაკეთება მოუხდა. მთავრობის ხელმძღვანელმა რუსეთ-საქართველოს ომზე თავისი პოზიცია გამოხატა. More...video clip 

უმრავლესობა მინისტრებს ხვდება

12.04.13 15:35

კოალიცია `ქართული ოცნების` ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილსაც ელოდებიან. More...video clip 

მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა

12.04.13 15:04

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმას, ყოფილ პრემიერს იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა. შეხვედრა სტუმრის საპატივსაცემოდ გამართული სადილის ფარგლებში შედგა. More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
პოლიციელის დღე
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company