სხვა ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა. ვერა ქობალია მთავრობის სახლში კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის მართვის ჯგუფის წევრებს შეხვდა. 
სურამში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაცია სულ საქართველოს მასშტაბით 17 ქალაქში იგეგმება. 
საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა. პირველკურსელები, რომლებიც კურსს საუკეთესო შედეგით დახურავენ, მომდევნო წლებში გადასახადისგან თავისუფლდებიან. მათი სწავლის გადასახადს სახელმწიფო დაფარავს. 
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღევანდელ ბრიფინგზე სვანეთში `ნენსკრაჰესის` მშენებლობის დაწყების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობას შეამცირებს. 
საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების რიცხვში შედის, სადაც, ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე ჯანსაღი გარემოა შექმნილი. ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე აქცენტი ამერიკაში გაკეთდა. 
"ტრამპ-ტაუერი” ბათუმის საოცრებათა მოედანზე იქ აიგება, სადაც ცნობილი საერთაშორისო ბრენდები - "კემპინსკი" და "რედისონი" მდებარეობს. 
ბათუმში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახთან ერთად უმასპინძლა ამერიკელ მილიარდერს. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა საქართველოს ამერიკელი სტუმარი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. 
ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი და ამერიკელი მედიამაგნატი ღამით დონალდ ტრამპის კუთვნილი ლაინერით ჩაფრინდნენ. თვითმფრინავში ყოფნის დროს ამერიკელმა მილიარდერმა მიხეილ სააკაშვილს ლაინერი დაათვალიერებინა. 