რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ – პროკურატურის შენობის წინ მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ჯგუფმა ბომბის უვნებელყოფა რამდენიმე წუთში შეძლო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა კი უკვე დააკავა პირი, რომელმაც პროკურატურის შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა. მისი ვინაობა, ჯერჯერობით, არ ხმაურდება. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო თვითნაკეთი ბომბი, რომლის ზუსტ შემადგენლობასაც ექსპერტიზა დაადგენს.
ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებული და უვნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს მიერ.
საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.
ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე უფრო აქტიური მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.
საქართველოს 1,200-ზე მეტი მოქალაქე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და 17 მაისის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა დამცველები რუსთაველის გამზირზე 17 მაისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მოპოვებულ ვიდეომასალასა და მონიტორინგის შედეგებს პროკურატურას გადაუგზავნიან.
საქართველოს პრეზიდენტი ტაილანდის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში აზია-წყნარი ოკეანის სამიტს ესწრება. მასში მსოფლიოს 37 ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო პირები, პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობენ.
შეკრება გუშინ გამოვლენილი ძალადობის დასაგმობად დღეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაიმართა, თუმცა ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს იქ ისევ მათი მოწინააღმდეგეები დახვდნენ.