`ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსეთი შეასრულოს აღებული ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებით,`- ეს განცხადება რამდენიმე საათის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის დროს გააკეთა.
ჰილარი კლინტონმა ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს ნატოს გაფართოებას და აუკრძალოს ამა თუ იმ სახელმიწფოს ალიანსში გაწევრიანება, თუ ის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ტურიზმისა და კურორტების დეპატრტამენტის გეგმა მაია სიდამონიძემ `ბომონდ გრანდში` წარმოადგინა. პროექტის პრეზენტაცია დღეს 80-მდე ტურისტული კომპანიისა და მედიისათვის გაიმართა.
ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს. დამნაშავეები იარაღის მუქარით ფულის გამოძალვაში არიან მხილებული.
კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომპანია `პსო`-ს დირექტორი დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ერთობლივი პროექტები განიხილა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს აფხაზეთში ქართული ეკლესია-მონასტრების ე.წ. რესტავრაციის პროცესის შესაჩერებლად ზომების მიღების თხოვნით მიმართავს.
ლეიბორისტებმა დღეს წიგნებზე და სასკოლო ინვეტნტარზე ფასების მატება გააპროტესტეს. წიგნებისა და ინვენტარის ღირებულების 300-400 პროცენტით ზრდას ისინი `კარგო ლოჯისტიკ გრუპ ჯორჯიას` და მის ხელმძღვანელობის კერძო ინტერესებს უკავშირებს.