სსფ-ს მისიამ 2011 წლის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა
01.11.11 17:12
როგორია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა და ბიუჯეტი - 2011 წლის მაჩვენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა დღეს ჟურნალისტებს გააცნო. მისიამ ორი კვირის მუშაობის შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები 6 პროცენტია, რაც მსოფლიო მონაცემების გათვალისწინებით, კარგი შედეგია.
სავალუტო ფონდის მისიის დასკვნით, ეკონომიკური აღმავლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება და ზრდის ტემპი 5 პროცენტი იქნება. მათივე მონაცემებით, ინფლაცია წლის ბოლოსთვის 7 პროცენტზე მაღალი არ იქნება. სავალუტო ფონდის მისიამ ხელისუფლებას რეკომენდაციებიც მისცა. სავალუტო ფონდი საკრედიტო ხაზს გამოყოფს და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება შეეძლება.
ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შესახვედრად პრაღაში გაემგზავრა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარემო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად სავაჭრო-სატრანსპორტო საკითხებზე იმსჯელებს.
რუსი სპეციალისტები შესაძლოა დროზე ადრე უკან გაიწვიონ - ეს განცხადება გენადი ონიშჩენკომ მიხეილ სააკაშვილის განცხადების პასუხად გააკეთა. გენადი ონიშჩენკომ არ გამორიცხა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო რუსი ექსპერტები, რომლებიც ქართული საწარმოების ინსპექციას ეწევიან, ვადაზე ადრე გაიწვიონ.
TBC ბანკი არ ადასტურებს პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის `ალფა ბანკი` TBC-ს ყიდულობს. მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას `ლიბერთი ბანკის` გენერალური დირექტორიც გამოეხმაურა და უარყო ყოველგვარი მოლაპარაკებები რუსულ ბანკებთან.
რუსი ექსპერტები ქართული სასმელების მწარმოებელთა შემოწმებას დღეიდან იწყებენ. თბილისში ჩამოსული რუსეთის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის წევრები რამდენიმე ათეული კომპანიის საქმიანობას და პროდუქციას გაეცნობიან.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
რუსული კომპანიების წარმომადგენლები ქართული ღვინის საწარმოებს ათვალიერებენ. პოტენციურ იმპორტიორთა ჯგუფი კახეთს ესტუმრა და ალავერდის მონასტრის მღვდელმსახურებთან ერთად ქვევრის ღვინო დააგემოვნა.
თბილისის მერი გიგი უგულავა პასუხისგებაშია მიცემული და ბრალს ხვალ წაუყენებენ. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.