ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ კიდევ ერთ ბავშვს თბილისში ოპერაციას გაუკეთებენ. ჯოენის სახელობის კლინიკაში 11 წლის იანა იაშფბა გულის მანკის დიაგნოზით მოათავსეს. ტყვარჩელიდან გოგონა უკვე რამდენიმე დღეა თბილისში ჩამოიყვანეს და ოპერაციას მას ხვალ გაუკეთებენ. ოპერაციის ღირებულებას მთლიანად საქართველოს ხელისუფლება დაფარავს. დღეს პაციენტი აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა მოინახულა. გია ბარამიამ 11 წლის გოგონას სააღდგომო საჩუქრები და ტკბილეული მიუტანა.
მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრები ჰქონდა სენტაში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კი მისი სახელით მიღება გაიმართა.
მოხდება თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ”გადატვირთვა”? ამ თემაზე ტელეკომპანია ”ევრონიუსმა” ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკა ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით წინ წავა.
გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა იცოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატად მისი დასახელების შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდენელი იყო.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამართლადამცველებმა 12 მოქალაქე დააკავეს. დაკავების სპეცოპერაცია სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას.