საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიაში იმყოფება. გრიგოლ ვაშაძე თავის ნორვეგიელ კოლეგას იონას გარსტორეს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და მომავალი ჩიკაგოს სამიტის დეტალები განიხილეს. ნორვეგიულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები.
ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.
გრიგოლ ვაშაძე ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში - კნუტ ვოლებეკსაც შეხვდა.
ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტთან ერთად მივიდა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ. ეს ფაქტი დღეს ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა დაადასტურა.
`ევროპელი დემოკრატების`ლიდერი პაატა დავითაია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს არ ჩავიდეს 2014 წლის ოლიმპიადაზე და არ დადგეს რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის გვერდით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის თემაა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ვაზიანში IV ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა. ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული სამხედროები სწორედ ამ ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდნენ. სამწყობრო მოედანზე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას.
ნინო ბურჯანაძე აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა აქტივისტებთან შეხვედრაზე `ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში`გააკეთა.
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით ხვალინდელი დღე 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდეს.