შსს-მ ქვეყანაში ვიზიტორთა მონაცემები გამოაქვეყნა
01.05.12 14:32
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საზღვარზე გადმოსულთა მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, წელს აპრილში 61%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე შარშან აპრილში. გასული 4 თვის მონაცემებით კი ვიზიტორთა რაოდენობის საშუალო 45%-იანი ზრდა გამოვლინდა.
2012 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. ასევე მნიშვნელოვანი მატება იყო ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდანაც, საიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობამაც უკრაინისა და ირანის მაჩვენებლებსაც გადააჭარბა. უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული დაინტერესება მოლდოვისა და ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან, რომელთაგანაც, შესაბამისად, 73% და 83%-იანი მატება აღინიშნა.
როგორც წინა თვის სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, 2012 წლის პირველი მარტიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, საქართველოში მარტის თვეში ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორთა როდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
|