ფოთში ნაგავსაყრელზე ჩვილის ცხედარი იპოვეს. მდედრობითი სექსის ახალშობილი მუყაოს ყუთში ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნახეს. იგი, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის დაბადებული იყო. ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მომხდარს ფოთის პოლიცია იძიებს.
შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ბანკზე. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე `პრივატ-ბანკის` შენობაში ერთი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ფულის წაღება სცადა.
თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა გაზეთ `ასავალ-დასავალთან` ინტერვიუში გააკეთა.
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა სასტუმრო `ზიგანას` მენეჯერი შორენა ხ. დააკავეს.