ორშაბათი, 20.05.13   15:17
+16.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

46 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

05.07.12 19:36

მძიმეა ხვიჩიას ქუჩაზე დაჭრილი არჩილ დეკანოზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 46 წლის მამაკაცს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობით შეიყვანეს.

ექიმების თქმით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში და მუცლის ღრუში შემავალი რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მან შემთხვევის ადგილზე ბევრი სისხლი დაკარგა და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

დაზარალებულს რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც დაახლოებით 5 საათს გრძელდებოდა. დეკანოზიშვილი გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში და ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

სამართალდამცველების ცნობით, ინციდენტი, სავარაუდოდ, მოჰყვა ჩხუბს ფულის გამო, რომელიც ეჭვმიტანილებს დაზარალებულის ჰმართებდათ. ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილებსა და დაზარალებულებს ამ თემაზე ხშირად მოსდიოდათ კამათი. დილით კი ეჭვმიტანილები იმ ოფისში მივიდნენ, სადაც არჩილ დეკანოზიშვილი მუშაობს - ის ბინების ყიდვა-გაყიდვის საქმეს უზრუნველყოფდა. ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილებსა და დაზარალებულს შორის კამათი მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილები წავიდნენ, თუმცა ორ საათში ისევ დაბრუნდნენ. რამდენიმე ადამიანი ეზოში შავი ჯიპით შევიდა, დეკანოზიშვილს რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველები მომხდარის დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ახმაურებენ. როგორც ცნობილია, ისინი სამ პირს ეძებენ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პატრიარქი თბილისის მერიას მიმართავს

16.05.13 14:34

საქართველოს საპატრიარქო თბილისის მერიას მიმართავს და 17 მაისს ლგბტ პირების აქციის გამართვის სანქციის გაუქმებას სთხოვს.More...video clip 

პაატა დავითაია პრემიერ-მინისტრს მიმართავს

16.05.13 14:23

`ევროპელი დემოკრატების`ლიდერი პაატა დავითაია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს არ ჩავიდეს 2014 წლის ოლიმპიადაზე და არ დადგეს რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის გვერდით.More...video clip 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

16.05.13 14:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.More...video clip 

პრემიერი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

16.05.13 14:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის თემაა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

16.05.13 12:45

ზარალის დამთვლელი სახელმწიფო კომისია კახეთის რეგიონში სტიქიის მიერ დაზარალებულ სოფლებში გვიან ღამემდე მუშაობდა. სტიქიით დაზარალებული სოფლები - კოლაგი და ვეჯინი მოინახულა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმაც.More...video clip 

თავდაცვის მინისტრი ვაზიანში იმყოფებოდა

16.05.13 11:48

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ვაზიანში IV ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა. ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული სამხედროები სწორედ ამ ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდნენ. სამწყობრო მოედანზე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას. More...video clip 

გლოვის ნიშნად დროშას დაუშვებენ ევროსაბჭოშიც

16.05.13 11:30

გლოვის ნიშნად დროშას დაუშვებენ ევროსაბჭოშიც, საქართველოს წარმომადგენლობაში, სადაც მაია ფანჯიკიძე დელეგაციასთან ერთად იმყოფება. More...video clip 

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულთა პროცესი გაიმართება

16.05.13 11:13

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული რვა ბრალდებულის საქმეს დღეს სასამართლო დღეს განიხილავს. ამავე საკითხზე ოთხ ეჭვმიტანილს კი მოსამართლემ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company