კვირა, 19.05.13   06:17
+17.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სტიქიამ თბილისი დააზარალა

15.07.12 15:13

თბილისის საქალაქო სამსახურები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრასა და გზების გაწმენდაზე მუშაობენ. ყველაზე მეტად წვიმამ ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს რაიონები დააზარალა.

დატბორილი იყო სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე გმირთა მოედნის მიწისქვეშა გასასვლელი, წუხელ საგანგებიო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეებისგან 100-ზე მეტი გამოძახება შევიდა.

წვიმა საღამოს 8 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქში გადაჭარბებულად ბევრი ნალექი დაგროვდა.

ავტომანქანებს გადაადგილება უჭირდათ თბლისის სხვა უბნებშიც. გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი წყლით იმდენად აივსო, რომ ავტომანქანის გამოყვანა გაჭირდა.

ერთსაათიანმა ძლიერმა წვიმამ თბილისის უბნებში ასფალტის საფარი დააზიანა. მთლი ღამის განმავლობაში დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. წუხელვე სტიქიისგან დაზარალებულები თბილისის მერის მოადგილემ მოინახულა.

წვიმამ გზებზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე საათით მოძრაობა შეწყდა. დღეს გამთენიას ბაგებში მეწყერი ჩამოწვა. დაზიანდა საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზა.

სინოპტიკოსების ვარაუდით, მცირე ნალექი თბილისში დღესაც მოსალოდნელია.

ჰაერის ტემპერატურის მატებას და ნაკლებ ნალექს სინოპტიკოსები ივლისის ბოლოდან პროგნოზირებენ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში შეხვედრები გამართა

15.05.13 13:11

მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრები ჰქონდა სენტაში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კი მისი სახელით მიღება გაიმართა. More...video clip 

დაღუპულ ჯარისკაცებს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ

15.05.13 11:50

ავღანეთში ტერორისტთა თავდასხმის დროს დაღუპულ სამხედროებს სამშობლოში, სავარაუდოდ, დღეს, გვიან საღამოს ჩამოასვენებენ.More...video clip 

პრემიერის ინტერვიუ ევრონიუსზე

15.05.13 11:33

მოხდება თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ”გადატვირთვა”? ამ თემაზე ტელეკომპანია ”ევრონიუსმა” ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკა ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით წინ წავა. More...video clip 

მარგველაშვილმა წინასაარჩევნო პრიორიტეტებზე ისაუბრა

15.05.13 11:17

გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა იცოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატად მისი დასახელების შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდენელი იყო. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

სტიქიამ გურჯაანში ხუთი სოფელი დააზარალა

15.05.13 10:38

სტიქიამ გურჯაანის რაიონის ხუთი სოფელი დააზარალა. სეტყვა სოფლებში დაახლოებით ნახევარ საათს, წვიმა და ძლიერი ქარი კი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.More...video clip 

კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის 12 ადამიანი დააკავეს

15.05.13 10:00

ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამართლადამცველებმა 12 მოქალაქე დააკავეს. დაკავების სპეცოპერაცია სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია. More...video clip 

საია პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

14.05.13 17:04

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას. More...video clip 

მამაკაცმა საპატრულო პოლიციელების მისამართით ისროლა

14.05.13 16:17

ინციდენტი მოხდა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც მოქალაქემ საპატრულო პოლიციის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლა. More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company