ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების განცხადება26.04.12 19:14ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ გალში 24 აპრილს დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 36-ე შეხვედრა არ გაიმართა. ერთობლივი განცხადება ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თანათავმჯდომარეები ხაზს უსვამენ ამ ფორმატის მნიშვნელობას და მიიჩნევენ, რომ ისეთი პრეცედენტის დამკვიდრება, რომელიც ეწინააღმდეგება მონაწილე მხარეთა ინტერესებს, კერძოდ კი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ მიმართულ სამუშაოებს, თავიდან უნდა იქნეს აცილებული. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ ყველა მხარეს შეინარჩუნონ ჟენევის დისკუსიების ფორმატში არსებული პროცედურებისა და მექანიზმების სრული ფუნქციონირება. |
||||||||||
![]() |
||||||||||







