თბილისში კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის განხორციელება იწყება. ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი უბანი გაშენდება. 
კიევში კონგრესის მუშა-ჯგუფების შეხვედრა გრძელდება. უეფას წევრი ქვეყნების ფედერაციები დღეს უეფას სხვადასხვა კომიტეტისგან შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებენ. 
ვარდების მოედანზე ”თბილისი 2015-ის” ოფიციალური ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა. თეატრალიზებულ დადგმაში 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ღონისძიება ქალაქის მერიის, სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ”თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, თბილისის `დინამოს` ახალი მწვრთნელი დუშან უჰრინ უმცროსი გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. მისი ხელმძღვანელობით ”დინამო” ახალი სეზონისთვის მზადებას ორ დღეში შეუდგება. 