სკანდალი, რომელიც მშვიდლოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო, გრძელდება. არ არის გამორიცხული, იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეუნარჩუნდეს, ოლიმპიადის 4 ლიცენზია კი საქართველოს ნაკრებს გადაეცეს. სკანდალი იტალიაში მსაჯების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც უკვე გამარჯვებულად გამოცხადებულ საქართველოს გუნდს, იტალიელი სპორსტმენების პროტესტის საფუძველზე, შედეგები გაუუქმეს და გამარჯვება მასპინძლებს მიაკუთვნეს. ქართველი მშვილდოსანი გოგონების ნაკრები დღეს დილით საქართველოში დაბრუნდა.
უახლოეს მომავალში ცხინვალში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის ჩატარება იგეგმება. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ნაკრები კოსოვოს საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდება. წინასწარი ინფორმაციით, მატჩი სიმბოლურად 7 აგვისტოს, ომის დაწყების მე-4 წლისთავზე ჩატარდება.
6 ივლისს ცნობილი მთამსვლელი და ბეისჯამპერი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი პარაშუტით ხტომაში - ვალერი როზოვი კავკასიონის სიმბოლოს - ლეგენდარული უშბის მთის სამხრეთ მწვერვალიდან, 4300 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
კიევში კონგრესის მუშა-ჯგუფების შეხვედრა გრძელდება. უეფას წევრი ქვეყნების ფედერაციები დღეს უეფას სხვადასხვა კომიტეტისგან შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებენ.
ვარდების მოედანზე ”თბილისი 2015-ის” ოფიციალური ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა. თეატრალიზებულ დადგმაში 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ღონისძიება ქალაქის მერიის, სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ”თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, თბილისის `დინამოს` ახალი მწვრთნელი დუშან უჰრინ უმცროსი გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. მისი ხელმძღვანელობით ”დინამო” ახალი სეზონისთვის მზადებას ორ დღეში შეუდგება.