ხუთშაბათი, 20.06.13   09:12
+21.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

ივანიშვილის პოლიტიკური პარტია `ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო`

15.02.12 14:11

`ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო`- ასე ერქმევა პოლიტიკურ პარტიას, რომლის საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილმა დღეს წარადგინა. ივანიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი თავად იქნება, მისი მეუღლე კი პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ვერ აღიდგინა.

`ქართულ ოცნებაში` გამართულ პრეზენტაციას მომავალი პარტიის სახეებიც ესწრებოდნენ. მათი უმრავლესობა საზოგადეობისთვის სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობით უკვე კარგად ნაცნობია.

მათ შორის, ვინც დღეს ივანიშვილმა წარადგინა, მისი საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი; ივანიშვილის ოჯახის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი და ქართული ოცნების იურიდიული ჯგუფის წევრი, ყოფილი სოციალისტი ზაქარია ქუცნაშვილი არიან. ასევე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი და ირაკლი ალასანიას ცოლის და - მაია ფანჯიკიძე და ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი.

`ქართულ ოცნებაში` ნოდარ ხადურიც გაწევრიანდა, წარსულში ზურაბ ნოღაიდელის მოადგილე და შემდგომში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი.

ივანიშვილთან იქნება გოგა ხაინდრავას ყოფილი მოადგილე გია ვოლსკიც; ასევე შევარდნაძის მთავრობის რამდენიმე სახე: თედო ჯაფარიძე, რომელიც ბოლო პერიოდში `ქართული ოცნების` საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საგარეო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ივანე კიღურაძე, რომელიც 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მოგვიანებით, ქართული აკადემიის წევრი იყო.

სულ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საინიციატივო ჯგუფის 18 წევრი წარადგინა, აქედან სამი - კახა კალაძე, ამერიკაში მყოფი ნუგზარ დავითაშვილი და ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი თანაპარტიელი ლერი ხაბელოვი, დღევანდელ პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ. პატარკაციშვილის ყოფილი თანაგუნდლებიდან "ქართულ ოცნებაში" ბიზნესმენი გოგლა ჟვანიაც გაწევრიანდა.

საინიციატივო ჯგუფში ასევე არიან უფლებადამცველები მანანა კობახიძე და თენგიზ ავდალიანი, და გაზეთ `რეზონანსის` უკვე ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა მერიიდან თანამშრომელთა დათხოვნის შესახებ

17.06.13 12:01

ნაციონალური მოძრაობის ოფისში ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი მასობრივი დათხოვნების შესახებ განცხადება გაკეთდა. უმცირესობის წევრების განამარტებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ასობით თანამშრომელს სხვადასხვა მიზეზით დაითხოვენ სამსახურიდან.More...video clip 

შსს-მ უკანონო სამალავი აღმოაჩინა

17.06.13 11:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში...More...video clip 

რუსეთი კადიევის ექსტრადიციას მოითხოვს

17.06.13 11:23

მოსკოვი მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადიციას მოითხოვს. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი მოთხოვნა უკვე მზადდება რუსეთის გენერალურ პროკურატურაში და უახლოეს მომავალში ქართულ მხარეს გადმოეგზავნება.More...video clip 

განხილვა საპარლამენტო კომიტეტში

17.06.13 11:16

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში რეზოლუციის `რეჟიმი უნდა გასამართლდეს`საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. დოკუმენტს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე წარადგენს.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პრეზიდენტის ვიზიტი რომში

17.06.13 10:00

რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაზე. More...video clip 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს

16.06.13 19:03

მოსამართლეთა კონფერენციის მეორე ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იუსტიციის უზენაესი საბჭოს მდივნის არჩევა იყო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება თითქმს ერთხმად მიიღეს.More...video clip 

სააკაშვილი FAO–ს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

16.06.13 18:46

საქართველოს პრეზიდენტი რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოდის. More...

სააკაშვილი კონგრესის რეზოლუციაზე

15.06.13 18:02

საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესის მიერ გავრცელებული რეზოლუციის მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე ილაპარაკა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის რჩევები უნდა გავითვალისწინოთ...More...


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company