ხოვლეგორაზე არქეოლოგიური კვლევა გრძელდება
24.04.12 10:32
კასპის რაიონში, ხოვლეგორაზე მეცნიერებმა უძველესი ტაძრებისა და ციხეების ნაშთებს მიაგნეს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-2 და პირველი ათასწლეულით თარიღდება.
უძველეს ფილებს ქართველმა და ავსტრიელმა არქეოლოგებმა ხოვლეგორას ბორცვის ზედა ნაწილზე მიაგნეს. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ აქ იყო განლაგებული საცხოვრებელი სახლები, ტაძრები და დიდებულთა რეზიდენციები.
მეცნიერების თქმით, სიახლე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხოვლეგორა საერთაშორისო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია. მომავალი წლიდან აქ ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები დაიწყება. ახალი აღმოჩენის დეტალებს დღეს ჟურნალისტებს გააცნობენ.
|