კვირა, 19.05.13   21:39
+19.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოსკოვში

07.05.12 13:10

ინტერნეტით მოსკოვში ოპოზიციის აქციის დაშლის ამსახველი ახალი ვიდეომასალა ვრცელდება. კადრებში ბალოტნაიას მოედანთან ახლოს ჩანს სასტიკად ნაცემი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. თუმცა ოფიციალურად მსხვერპლის შესახებ ოფიციალური პირები არ საუბრობენ.

უკვე დადასტურებულია, რომ გუშინდელი აქციის დროს მოყვარული ფოტოგრაფი დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცი შენობის მეხუთე სართულიდან იმ დროს გადმოვარდა, როდესაც ფოტოკამერით ცდილობდა ბალოტნაიას მოედანთან განვითარებული მოვლენების ფირზე აღბეჭდვას.

უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ რუსი სამართალდამცველები, წინა აქციებისგან განსხვავებით, გუშინ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ნაცემია 47 დემონსტრანტი. პოლიციის განყოფილებებში კი 600-ზე მეტი მომიტინგე მოხვდა.

აქციაზევე დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები. მემარცხენე ფრონტის ლიდერს სერგეი უდალცოვს სიტყვით გამოსვლაც არ დააცალეს და პირდაპირ სცენაზე აიყვანეს. მოგვიანებით მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

აქციაზევე დააპატიმრეს ალექსეი ნავალნი და ბორის ნემცოვი, რომელიც აქციის არასათანადო ორგანიზებაში დაადანაშაულეს და 1000-რუბლიანი ჯარიმის შემდეგ გაათავისუფლეს.

მილიონიანი მარში გუშინ შუადღისას დაიწყო. საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის მმართველობის მოწინააღმდეგეები ბალოტნაიას მოედანზე შეიკრიბნენ. თუმცა მათ ხიდთან შინაგანი ჯარის ქცედანაყოფები დახვდნენ, რასაც შეტაკება მოჰყვა.

ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, სამართალდამცველებს აქციის ჩატარებაში ხელი არ შეუშლიათ რუსეთის ხელისუფლების მომხრეებისთვის, რომლებმაც პაკლონნაია გორაზე ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა საზეიმო კონცერტის მოწყობით გამოუცხადეს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან აქციის ფონზე

10.05.13 14:40

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასწავლებლის ეზოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და სტუდენტები შეიკრიბნენ...More...video clip 

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ

10.05.13 14:06

მარიხუანის მომხმარებელს შესაძლოა მძიმე სასჯელი აღარ დაეკისროს - ამას სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტი ნარკოტიკული დანაშაულის საკითხზე უკვე ინიცირებულია პარლამენტში. More...video clip 

ჯონდი ბაღათურია ალიანსის შექმნაზე საუბრობს

10.05.13 14:01

რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიერ პრეზიდენტობის ერთობლივი კანდიდატის შერჩევაზე საუბრობს ჯონდი ბაღათურია. `ქართული დასის`ლიდერის თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კონკრეტულ პარტიებთან ალიანსის შესაქმნელად. More...video clip 

ხაბურძანია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

10.05.13 14:01

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არა, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებისთვის გააქტიურებას აპირებს უშიშროების ყოფილი მინისტრი. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

`ქართული ოცნების` პოლიტსაბჭო შაბათს შეიკრიბება

10.05.13 11:21

იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატები უკვე ჰყავს, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო საბოლოო კონსულტაციებს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის მიზნით შაბათ-კვირას გამართავს. More...video clip 

ბურჯანაძე კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ელოდება

10.05.13 11:11

პრემიერ-მინისტრის მიერ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ელოდება ნინო ბურჯანაძე. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ჩაერთვება თუ არა ის თავად საპრეზიდენტო არჩევნებში. More...video clip 

მერაბიშვილი მთავრობას 80 მილიონის მითვისებაში სდებს ბრალს

09.05.13 14:10

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი საქართველოს ხელისუფლებას საიუჯეტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის განკუთვნილ თანხებს და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების განაღდების პროცესს.More...video clip 

კახა კუკავას პრესკონფერენცია

09.05.13 13:53

პარტია "თავისუფალი საქართველო" და მოძრაობა `ქართული დასი`ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებენ, თუმცა საერთო კანდიდატზე მას შემდეგ შეთანხმდებიან, რაც თავის კანდიდატს დაასახელებს `ქართული ოცნება`.More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company