კონსტანტინე გამსახურდიას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების შემსწავლელი კომისიის წევრების აზრით, კომისიის თავმჯდომარის შეხვედრებმა რუსეთში კიდევ უფრო გააჩინა ეჭვი, იმის შესახებ რომ ოფიციალური ვერსია გამსახურდიას თვითმკვლელობის შესახებ მცდარია.
საპარლამეტო კომისია ამ თემაზე საუბარს სხდომაზე რამდენიმე დღეში აპირებს. არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში ედუარდ შევარდნაძის დაკითხვის საკითხიც დადგეს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ. ეს ფაქტი დღეს ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა დაადასტურა.
`ევროპელი დემოკრატების`ლიდერი პაატა დავითაია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს არ ჩავიდეს 2014 წლის ოლიმპიადაზე და არ დადგეს რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის გვერდით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის თემაა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
ზარალის დამთვლელი სახელმწიფო კომისია კახეთის რეგიონში სტიქიის მიერ დაზარალებულ სოფლებში გვიან ღამემდე მუშაობდა. სტიქიით დაზარალებული სოფლები - კოლაგი და ვეჯინი მოინახულა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმაც.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ვაზიანში IV ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა. ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული სამხედროები სწორედ ამ ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდნენ. სამწყობრო მოედანზე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას.