საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს სტრასბურგში აღნიშნავენ
29.09.11 18:35
საქართველოს პირველი კონსტიტუციის 90-ე წლისთავისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებებით გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია.
სტრასბურგში წარმოდგენას სუხიშვილები გამართავენ.
გარდა ამისა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის შენობაში მოეწყობა ექსპოზიცია, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო და წერილობითი მასალები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალიც.
ევროსაბჭოს სესია 2 ოქტომბერს იხსნება, ექსპოზიცია კი სტრასბურგში ერთ კვირას გაგრძელდება.
|