საგარეჯოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია
07.04.12 17:44
საგარეჯოში ქალაქის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, ქალაქის ცენტრი მთლიანად განახლდება. დაგეგმილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის აღდგენაც.
პრეზენტაციაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამართა, ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოს ცენტრში ახალი სკვერი გაშენდება.
სარეკრეაციო ზონასა და მუზეუმთან ველოტრასა და სპორტული მოედანი აშენდება. საგარეჯოს ცენტრში აიგება პირველი ამფითეატრიც.
სულ პროექტის განსახორციელებლად 2 მილიონი დაიხარჯება.
|