ტრამპ-ტაუერის არქიტექტორი ჟურნალისტებს ხვდება
19.04.12 13:12
`ბათუმის ტრამპ-ტაუერისა` და `წინანდლის` პროექტების დეტალებს გააცნობს ჟურნალისტებს ამერიკელი არქიტექტორი ჯონ ფოტიადისი. ორივე პროექტი სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით და დიზაინით შეიქმნა.
`ბათუმის ტრამპ-ტაუერის` პროექტის განხორციელება რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით, კვირის ბოლოს საქართველოში დონალდ ტრამპი ჩამოვა. ამერიკელ მილიარდერსა და მედიამაგნატს ვიზიტი 21-22- აპრილს აქვს დაგეგმილი. პირველ დღეს ის შეხვედრებს თბილისში გამართავს, მეორე დღეს კი ბათუმში მონაწილეობას მიიღებს `ტრამპ-ტაუერის`პრეზენტაციაში.
47-სართულიან შენობაში, სასტუმროსა და საცხოვრებელი ბინების გარდა, კომერციული ფართობი და კაზინოც იქნება.
რაც შეეხება წინანდალს, ჯონ ფოტიადისის პროექტი ღვინის ქარხნის რეაბილიტაციას და ახალი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს.
|