სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამით 2,500 ახალგაზრდას ეკონომიკის სამინისტრო დაასაქმებს – სტუდენტები აეროპორტში, რკინიგზაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, ფოსტაში, სამშენებლო კომპანიებსა და საწარმოებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი და განათლების მინისტრის მოადგილე ესაუბრნენ.
პირადი ცხოვრების ფარული ვიდეო გადაღების შესახებ განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა. მასში ნათქვამია, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე გამოძიებას პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ატარებდა.
ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს ქვეყნის პირველმა პირებმა. პრეზიდენტის სამძიმრის წერილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, პრემიერის განცხადება კი საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა საგამოფენო ცენტრ `ექსპო-ჯორჯიაში`გაიმართება. ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის პროცედურები გუშინ დასრულდა.
გელა ხვედელიძის დაკავების შემდეგ გიორგი ფარესიშვილი ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფარესიშვილმა განაცხადა, რომ ის იურისტებთან კონსულტაციებს გადის...
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა და შვეიცარიის მთავრობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობას უხდის, წერილს კი ხელს შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი აწერს.
ინტერპოლი და ლიტვის სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გივი თარგამაძეს რუსეთი პოლიტიკური მოტივით დევნის. ამის შესახებ საუბარია `ნოვაია გაზეტას` სტატიაში.
ფარული ჩანაწერები, რომელიც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წევრების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს, განადგურდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.