კვირა, 26.05.13   13:07
+16.5°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ლიპარტელიანი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება

10.05.12 20:48

ავთანდილ ლიპარტელიანს უკვე მომზადებული აქვს სიტყვა, რომლითაც ხვალ ნორვეგიის სასამრთლოს მიმართავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

თამთა ლიპარტელიანის მამა დღევანდელ პროცესსაც დაესწრო. ავთანდილ ლიპატელინი დღესვე გაეცნო ექსპეტიზის დასკვნას და სასამართლოში თავისი მოთხოვნებით წერილიც შეიტანა.

ჩვენებას თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანიც მისცემს. უტოიას ტერაქტის უშუალო თვითმხილველი ანდრეს ბრეივიკის ტყვიას ათი თვის წინ შემთხვევით გადაურჩა. პროცესზე დასწრებამდე ქართველმა გოგონამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ნათია ჩხეტიანთან ერთად, მოსამართლეები უტოიას ტერაქტს გადარჩენილ ყველა ახალგაზრდას მოუსმენენ.

დღეს დილიდან ოსლოში დაზარალებულებისა და მათი ოჯახების წევრების დაკითხვა დაიწყო. მათ გამოსვლებს ანდერს ბრეივიკიც ესწრება. სასამართლოს შენობის გარეთ კი არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, რომლებიც ერთი წლის წინ მომხდარი საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ხვალ უკვე სასამართლო თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის ეპიზოდს განიხილავს.

სასამართლოზე დღეს სიტყვა ტერაქტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ნაწილთან ერთად, უშუალო თვითმხილველებსაც მიეცათ. ყველა მათგანმა დღეს სასამართლოს წინაშე თავისი ამბავი და ტერაქტის დეტალები გაიხსენა. ანდერს ბრეივიკისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები სასჯელის უმაღლეს ზომას და მის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ანდერს ბრეივიკის გახმაურებული პროცესი ოსლოში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ყველა სხდომა დახურულია.

საზარელ ტერაქტს რიგითი ნორვეგიელები დღემდე ვერ ივიწყებენ. სამართლოს შენობასთან ხალხი ყოველდღე, დილიდან იკრიბება.

სასამართლო სხდომები ბოლო წლების ყველაზე სასტიკ საქმეზე ყოველდღიურად იმართება. მოწმეებისა და დაზარალებულების მოსმენის შემდეგ, ოსლოს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 22 ივლისს მიიღებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

მერაბიშვილი მთავრობას 80 მილიონის მითვისებაში სდებს ბრალს

09.05.13 14:10

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი საქართველოს ხელისუფლებას საიუჯეტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის განკუთვნილ თანხებს და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების განაღდების პროცესს.More...video clip 

კიდევ ოთხი ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება

09.05.13 10:45

ამ კვირაში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული კიდევ 4 ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება, თვის ბოლოს კი სპეციალისტებს დასკვნა უკვე მზად უნდა ჰქონდეთ. More...video clip 

26 წლის მამაკაცი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

08.05.13 13:35

სამართალდამცველებმა 26 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.More...video clip 

შვილმა დედას სასტიკად სცემა

08.05.13 11:35

ოჯახური ძალადობის შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონში. სოფელ ველისციხეში შვილმა დედას ისე სცემა, რომ ქალი საავადმყოფოში მოათავსეს. დაზარალებული საშა შანყულაშვილი ბარძაყის ძვლის მოტეხილობით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

მოსკოვის პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა

08.05.13 11:16

საქართველოს მოქალაქის ცემისა და აზერბაიჯანის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე მოსკოვის პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია პნევმატური პისტოლეტები და სხვადასხვა ტიპის იარაღის 30-მდე ვაზნა.More...video clip 

ოკუპანტებმა 12 მოქალაქე გაათავისუფლეს

08.05.13 11:11

რუსმა ოკუპანტებმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკანონოდ დაკავებული 12 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს. ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის...More...video clip 

ოკუპანტებმა კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს

08.05.13 10:03

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. 46 წლის ნიკოლოზ სარაული კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს. More...video clip 

ელისო კილაძე კიდევ ერთი ფარული ჩანაწერის შესახებ

07.05.13 16:12

არასამთავრობო ორგანიზაცია `ჩემი საქართველოს`ლიდერი ელისო კილაძე გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სკანდალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company