|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
|
|
22
|
23
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
პრეზიდენტი 112-ს ეწვია
20.06.12 10:37
საქართველოს პრეზიდენტმა გვიან ღამით საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი 112 დაათვალიერა და თანამშრომლებსაც გაესაუბრა. მართვის ცენტრის მუშაობის დეტალები პრეზიდენტს თბილისის მერმა და ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიამ ერთად გააცნეს. პრეზიდენტი ადგილზე დასაქმებულების სამუშაოს გრაფიკით, მოვალეობებით და პირობებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა იმ ცვლილებებზე გაამახვლა ყურადღება, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ საგანგებო, სასწრაფო და საპარტრულო სამსახურებში განხორციელდა.
საგანგებო სამსახურის ცენტრი უკვე ერთი თვეა, რაც ერთ, ახალ შენობაშია განთავსებული. აქ გაერთიანებულია სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურები. სამივე სამსახურთან დაკავშირება მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ერთი ნომრის 112-ის აკრეფით შეუძლია. ნომერზე დარეკვა საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელიდან არის შესაძლებელი. ზარი უფასოა და დარეკვა მობილური ტელეფონის ორმხრივად გათიშვის და სიმ-ბარათის არარსებობის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი. 112 ევროპული 112-ის და ამერიკული 911-ის ანალოგია. ახლად გახსნილ ცენტრში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.
|
 |
 |
|
|


|
|
|

|