ქობალია სი-ენ-ენის ეთერში
09.07.12 17:11
საქართველოს ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებას დაუთმო ეთერი "სი-ენ-ენის" გადაცემა ”გლობალ იქსჩეინჯმა”. პირდაპირ ეთერში გეგმებისა და შედეგების შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლონდონიდან ილაპარაკა.
ვერა ქობალიას მოუხდა პასუხების გაცემა კითხვაზე, თუ როგორ აპირებს საქართველო, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 4 მილიარდი ინვესტიციის მოზიდვას მაშინ, როცა მსოფლიო ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას.
ქართველმა მინისტრმა ყურადღება ღია ბიზნესგარემოზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან, საიდანაც ინვესტიციები შემოდის და საქართველოდანაც გადის მათ ბაზარზე.
გადაცემის წამყვანი საქართველოში ირანელი ტურისტების მზარდი რაოდენობითაც დაინტერესდა, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ უამრავი ადამიანი ჩამოდის საქართველოში იმისათვის, რომ ნახოს ყოველდღიური ცხოვრება. მისი თქმით, საქართველომ მოახერხა მისი ადგილის დამკვიდრება კავკასიის ეკონომიკურ ზონაში.
|