სამშაბათი, 21.05.13   11:28
+18.3°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

გარდაცვლილი პატიმრის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს

04.05.12 20:02

სასჯელთაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. დღეს ამ თემაზე განცხადებები სასჯელაღსრულების მინისტრმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გააკეთეს.

"დელიანიძის გარდაცვალება არის უაღრესად სამწუხარო ფაქტი და ჩემთვის პირადად, ყველა კითხვა, რომელიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სრულიად ლეგიტიმური. ჩვენმა სამინისტრომ, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, მაგრამ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, გამოძიება გადაგვეცა მთავარი პროკურატურისთვის, სადაც დღეს მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გახდეს ცნობილი, რაც შეიძლება უფრო სწრაფად. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენი თანამშრომელი  მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ სახალხო დამცველის ოფისთანაც და მივესალმებით დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობას," - განცხადა კალმახელიძემ.

ამავე თემაზე პრესასთან ისაუბრა გარდაცვლილის მკურნალმა ექიმმაც, რომელიც პატიმრის დაღუპვის მიზეზად ვენერიულ დაავადებას ასახელებს.

ეს განაცხადებები გარდაცვლილი ზურაბ დელიანიძის ოჯახის ბრალდებებს მოჰყვა. გარდაცვლილი მეუღლე აცხადებს, რომ, პატიმარი ნაცემია და ის საპატიმროში წამებით არის მოკლული. გარდაცვლილის ფოტოები ვებგვერდმა "ტი-ეს-პრეს-ჯიმ" გუშინ გაავრცელა.

ზურაბ დელიანიძის ოჯახის წევრებმა, გარდაცვალების მიზეზების გასარკვევად, დამოუკიდებელი ექსპერტი მიიწვიეს, რომელმაც ოჯახის ვერსია უარყო.

წინასწარი დასკვნით, ”გარდაცვლილს არ აღენიშნება მექანიკური დაზიანებები და მის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანგრძლივი უმოძრაობითაა გამოწვეული, - აცხადებს ექსპერტიზის დამოუკიდებელი ცენტრის "ვექტორის" წარმომადგენელი.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ავღანეთში დაღუპულ სამხედროთა ოჯახებს უსამძიმრებს ბაჩო ახალაია

14.05.13 11:28

ავღანეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. More...video clip 

მთავარი პროკურატურის განცხადება

14.05.13 11:09

პირადი ცხოვრების ფარული ვიდეო გადაღების შესახებ განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა. მასში ნათქვამია, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე გამოძიებას პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ატარებდა.More...

პრეზიდენტისა და პრემიერის სამძიმარი

14.05.13 10:41

ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს ქვეყნის პირველმა პირებმა. პრეზიდენტის სამძიმრის წერილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, პრემიერის განცხადება კი საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.More...video clip 

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ჟურნალისტებთან

14.05.13 10:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა საგამოფენო ცენტრ `ექსპო-ჯორჯიაში`გაიმართება. ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის პროცედურები გუშინ დასრულდა.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ავღანეთში მომხდარ ტერაქტს სამი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა

13.05.13 21:14

ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. დღემდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა 16:17-ზე ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" მოხდა.More...video clip 

გიორგი ფარესიშვილი სარჩელის შესატანად ემზადება

13.05.13 17:46

გელა ხვედელიძის დაკავების შემდეგ გიორგი ფარესიშვილი ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფარესიშვილმა განაცხადა, რომ ის იურისტებთან კონსულტაციებს გადის...More...video clip 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

13.05.13 16:26

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა და შვეიცარიის მთავრობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობას უხდის, წერილს კი ხელს შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი აწერს. More...video clip 

ინტერპოლის წერილი პრეზიდენტს

13.05.13 14:27

ინტერპოლი და ლიტვის სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გივი თარგამაძეს რუსეთი პოლიტიკური მოტივით დევნის. ამის შესახებ საუბარია `ნოვაია გაზეტას` სტატიაში.More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company