შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ბანკზე. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე `პრივატ-ბანკის` შენობაში ერთი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ფულის წაღება სცადა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დიდ ბრიტანეთში ელჩობაზე უარს ამბობს. მისი კანდიდატურა დიდი ხანია გადაგზავნილია პრეზიდენტთან, თუმცა მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტს ხელს არ აწერს.
თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა გაზეთ `ასავალ-დასავალთან` ინტერვიუში გააკეთა.
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა სასტუმრო `ზიგანას` მენეჯერი შორენა ხ. დააკავეს.
აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე საათია გადაუღებლად და ძლიერად წვიმს. სტიქიამ უკვე მნიშვნელოვნად დააზარალა მოსახლეობა. საცხოვრებელი სახლები და ნაკვეთები დატბორილია, დანგრეულია გზები. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მცხეთის რაიონის სოფელ ერედაში.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს, სადაც ავღანეთში მომხდარი თავდასხმას, მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.