სიების დაზუსტების კომისიამ ჟურნალისტებს სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ განახლებულ მონაცემებში შეტანილი შესწორებები გააცნო. უზუსტობები კომისიამ `კარდაკარის` პრინციპით მიმდინარე გამოკითხვის საფუძველზე აღმოაჩინა.
კომისიის მუშაობის შედეგები ინტერნეტ-საიტზეც გამოქვეყნდება, სპეციალური ბრიფინგი კი ამავე მიზნით ყოველ პარასკევს გაიმართება. კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განმარტებით, მოქალაქეებს შეუძლიათ მას შეკითხვები სოციალური ქსელებისა და ცხელი ხაზის დახმარებითაც დაუსვან.
გელა ხვედელიძის დაკავების შემდეგ გიორგი ფარესიშვილი ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფარესიშვილმა განაცხადა, რომ ის იურისტებთან კონსულტაციებს გადის...
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა და შვეიცარიის მთავრობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობას უხდის, წერილს კი ხელს შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი აწერს.
ინტერპოლი და ლიტვის სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გივი თარგამაძეს რუსეთი პოლიტიკური მოტივით დევნის. ამის შესახებ საუბარია `ნოვაია გაზეტას` სტატიაში.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფარული ჩანაწერები, რომელიც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წევრების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს, განადგურდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით და დაუბრუნოს შენობას კუთვნილი ფუნქცია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. გელა ხვედელიძე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება, გამოძიება კი საქმის დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.
თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს. ირაკლი ალასანია აგრეთვე აცხადებს, რომ, მიუხედავად ამისა, აუცილებელია არჩევნებში ბევრი კანდიდატი ჩაერთოს.