|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
18
|
|
19
|
|
|
22
|
23
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ობამა APEC-ის სამიტს რუსეთში არ დაესწრება
15.05.12 10:00
შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანიის სამიტზე არ ჩავა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა. მიზეზებზე ჯეი კერნიმ ყურადღება არ გაამახვილა, თუმცა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების არსებობის მიუხედავად, რჩება რიგი საკითხები, რაზეც შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს. კერნიმ აქვე დაამატა, რომ ამ პრობლემამ მათი ურთიერთობები არ უნდა გააფუჭოს.
ვაშინტონი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სექტემბერში ვლადივასტოკში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანიის სამიტს ჰილარი კლინტონი დაესწრება.
"რუსეთში ვიზიტი გადაიდო, მაგრამ ობამა და პუტინი ერთმანეთს ივნისში მექსიკაში დაგეგმილ დიდი 20-ეულის სამიტზე მაინც შეხვდებიან," - ამბობს კერნი.
|
 |
 |
|
|
|
|

|