სააკაშვილი ბახმაროში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
24.06.12 18:13
ბახმაროს პოტენციალსა და მის მნიშვნელობაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა. მიხეილ სააკაშვილი ბახმაროში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. იქ მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი აშენდება.
პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბახმაროს ცენტრში 15-ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობასაც ითვალისწინებს.
მოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაც; აშენდება 100 მაყურებლისთვის გათვალისწინებული ამფითეატრის ტიპის კინოთეატრი; გაკეთდება სპორტული მოედნები.
ცენტრალურ ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი სუპერმარკეტის, აფთიაქისა და ამბულატორიის მშენებელობაც;
მოწესრიგდება ცენტრალური მაგისტრალი ჩოხატაური - ბახმაროს მიმართულებით და ბახმაროს შიდა გზები.
პრეზიდენტის თქმით, რეგიონს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე ადგილობრივების დასაქმების მხრივ.
|