ბაქრაძემ ფრანგ სენატორებს უმასპინძლა
09.07.12 18:44
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გაეროში აფრიკის ქვეყნების ელჩები მიიღო. საუბრისას განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში გატარებული რეფორმები და ახალი პროექტები. შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. აფრიკის ქვეყნების ელჩები საქართველოში რამდენიმე დღეს დაჰყოფენ.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ ფრანგ სენატორებსაც უმასპინძლა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ვიზიტამდე კი ფრანგი სენატორები დღეს ოკუპირებულ რეგიონთან, ე.წ. საზღვარზე იმყოფებოდნენ.
საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოდან დელეგაცია თბილისში მე-9 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის ჩამოვიდა.
ახალგორის რაიონის სოფელ ოძისში კი ვითარების გასარკვევად ფრანგი სენატორები დილიდან ჩავიდნენ. მათ დევნილ მოსახალეობასთანაც გამართეს შეხვედრა.
"გვსურდა ჩვენი თვალით გვენახა, როგორ გამოიყურება ოკუპაცია თქვენს ქვეყანაში და როგორია საქართველოში საერთაშორისო ნორმების დარღვევის შედეგი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება," - განაცხადა საფრაგეთის სენატის წევრმა ანრე რეშარდმა.
"ჩვენ ვართ იმის მოწმეები, თუ როგორ იყენებს მეზობელი სახელმწიფოს მიმართ ძალას ძლიერი მეზობელი. იმის თაობაზე, რაც აქ ვნახეთ, ამბავს საფრანგეთის სენატში ჩავიტანთ. მანამდე კი დევნილებს შევხვდებით და მათ მდგომარეობას გავეცნობით," - განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა ნატალი გულემ.
|