სკანდალი, რომელიც მშვიდლოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო, გრძელდება. არ არის გამორიცხული, იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეუნარჩუნდეს, ოლიმპიადის 4 ლიცენზია კი საქართველოს ნაკრებს გადაეცეს. სკანდალი იტალიაში მსაჯების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც უკვე გამარჯვებულად გამოცხადებულ საქართველოს გუნდს, იტალიელი სპორსტმენების პროტესტის საფუძველზე, შედეგები გაუუქმეს და გამარჯვება მასპინძლებს მიაკუთვნეს. ქართველი მშვილდოსანი გოგონების ნაკრები დღეს დილით საქართველოში დაბრუნდა.
საფეხბურთო კლუბ `დინამოში` მთავარი მწვრთნელის ადგილი კვლავაც ვაკანტურია. დროებით გუნდს რამაზ მუმლაძე გაწვრთნის; ის პოსტზე ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლამდე, ანუ სეზონის ბოლომდე იმუშავებს.
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა კლუბის მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
16-კილოგრამიანი ტყავის ბურთი და თამაში, რომელსაც გურიაში უკვე სამ საუკუნოვანი ტრადიცია აქვს, - თუმცა ლელობურთი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ შეჯიბრის ფარგლებს და მან სახალხო დღესასწაულის სახე მიიღო.
რაულ ცირეკიძე ევროპის 2012 წლის ჩემპიონია. ქართველმა ძალოსანმა ანტალიაში კონტინენტის პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
"სამხრეთ კორეის მაგალითი გვაჩვენებს, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
სტამბოლში უეფას 36-ე კონგრესი დასრულდა. კონგრესის მოანიწლებს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა. რეჯეპ ტაიპ ერდროღანის განცხადებით, თურქეთს 2020 წლის ევროპის ჩამპიონატის მასპინძლობა სურს.
სტამბოლში უეფას კონფერენცია მიმდინარეობს. ევროპის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად შეიკრიბნენ.