საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს სტრასბურგში აღნიშნავენ
29.09.11 18:35
საქართველოს პირველი კონსტიტუციის 90-ე წლისთავისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებებით გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია.
სტრასბურგში წარმოდგენას სუხიშვილები გამართავენ.
გარდა ამისა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის შენობაში მოეწყობა ექსპოზიცია, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო და წერილობითი მასალები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალიც.
ევროსაბჭოს სესია 2 ოქტომბერს იხსნება, ექსპოზიცია კი სტრასბურგში ერთ კვირას გაგრძელდება.
2010 წლის შემდეგ ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრიდან გათავისუფლებული რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები და მუსიკოსები მოზარდ მაყურებელთა თეატრის მმართველის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვენ. უკვე ხუთი წელია თეატრს მიხეილ ანთაძე ხელმძღვანელობს.
საქართველოს პრეზიდენტი კი გიორგობის დღესასწაულს ბაგრატის ტაძარში შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი საზეიმო პარაკლისს შვილთან და მეუფე კალისტრატესთან ერთად დაესწრო. ლოცვის შემდეგ პრეზიდენტმა ქვეყანაში მშენებლობების გაგრძელებისა და ბაგრატის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში დაბრუნება სოციალური ქსელის შემდეგ მედიის საშუალებით დაადასტურა. ის, სავარაუდოდ, სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად მმართველის პოსტსაც შეითავსებს.
დღეს გიორგობაა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა სრულდება.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მოადგილეები წარადგინა. პირველი მოადგილე, რომელიც ფინანსებს ჩაიბარებს, ალექსანდრე მარგიშვილი გახდა. მოადგილეები არიან ასევე ხათუნა ხუნდაძე, მარინე მიზანდარი და იური მეჩითოვი.
ნიგვზიანში სიმშვიდეა. სოფლის მცხოვრებლებსა და აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. მოლაპარაკება ეპარქიის სასულიერო პირებსა და მუფთის შორის შედგა.
ურთიერთობა სოფელ ნიგვზიანის მცხოვრებლებსა და აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის შორის სულ უფრო იძაბება. ლანჩხუთის რაიონის სოფლის ერთ-ერთ სახლში ისლამის მიმდევრებს სამლოცველო აქვთ მოწყობილი...