კვირა, 19.05.13   22:10
+15.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

საქართველოს დელეგაცია პოლონეთში ბიზნესფორუმს დაესწრო

30.09.11 18:07

ვარშავის ფორუმის პარალელურად, პოლონეთის საკურორტო ქალაქ სოპოტში აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ, როგორც ევროკომისიის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელები, ისე აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მინისტრები, ბიზნესისა და ექსპერტთა წრეების წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია.

ევროკომისია ახალი ეკონომიკური შინაარსის პროგრამების განვითარებას გეგმავს. ფორუმზე ითქვა, რომ საქართველოს, უკრაინის მსგავსად, დიდი პოტენციალი აქვს ევროინტეგრაციის გზაზე.

ფორუმზე დიდი ინტერესით მოისმინეს ვერა ქობალიას მოხსენება, რომელიც შეეხო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას და მის გავლენას საქართველოზე.

ქართველმა მინისტრმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ

22.12.12 20:19

დაკითხვაზე იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ნიკა გილაურს, სავარაუდოდ, ბანკ "ქართუს" ხელოვნური გაკოტრების მცდელობის საქმის შესახებ უსვამენ კითხვებს. More...video clip 

გილაური და გვინდაძე დაკითხვაზე დაიბარეს

22.12.12 13:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და ფინანსთა ყოფილ მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს.More...video clip 

ვერა ქობალია მოწმის სტატუსით დაკითხეს

21.12.12 21:45

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მოდულის შენობაში დაკითხვაზე დღის ბოლოს ადვოკატთან ერთად, მივიდა. მოწმის სტატუსით ვერა ქობალიას, სავარაუდოდ, ”ქართუს” საქმეთან დაკავშირებით კითხავენ...More...video clip 

`ერთიანი ნაციონალური მოძრაობის` პრესკონფერენცია

14.12.12 20:16

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ფრენების გრაფიკის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ქართული ღვინო რუსეთში შესაძლოა ახალ წელს დაბრუნდეს

14.12.12 14:43

ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე შესაძლოა ახალ წელს დაბრუნდეს. განცხადება ამის შესახებ გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. რუსეთის მთავარი სანიტრის თქმით, არ არსებობს არავითარი ხელოვნური დაბრკოლება, რომ ქართული ღვინო და მინერალური სასმელი რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს. More...video clip 

წყნეთის სამთავრობო აგარაკები შესაძლოა გაიყიდოს

13.12.12 15:45

წყნეთში მდებარე სამთავრობო აგარაკები, შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. More...video clip 

მერაბიშვილი სავალდებულო ტექდათვალიერების შესახებ

12.12.12 19:50

ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა გეგმავს აღადგინოს მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება. More...video clip 

ივანიშვილი სოციალურად დაუცველებს შეხვდა

12.12.12 19:22

ბიძინა ივანიშვილი მის სახლთან შეკრებულ სოციალურად დაუცველებს შეხვდა. 30-მდე მოქალაქემ წუხანდელი ღამე სწორედ პრემიერ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაათენა. More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
პოლიციელის დღე
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company