საქართველოსა და უნგრეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
17.02.12 12:30
საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის ბუდაპეშტში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ დოკუმენტი გაფორმდა. მას ხელი საქართველოს ფინანასთა მინისტრმა მოაწერა. ქართული დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ნიკა გილაური პრეზიდენტს, უნგრელ კოლეგას და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ქვეყნის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ის ეკონომიკის სამინისტროში სიტყვითაც გამოვიდა. პრემიერმა უნგრეთის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობასა და გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ინვესტიციების მოსალოდნელ ზრდაზე ისაუბრა.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამართლადამცველებმა 12 მოქალაქე დააკავეს. დაკავების სპეცოპერაცია სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას.
გახმაურებული გამოძიებები, საკადრო გადაწყვეტილებები, შიდა და საგარეო პოლიტიკა და ურთიერთობა პრესასთან - ბიძინა ივანიშვილი ორსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს სხვადასხვა თემაზე.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებულ მოადგილეს გელა ხვედელიძეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. სულ რაღაც ერთი საათის წინ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდნენ.
ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ავღანეთში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედროები ამ დროისთვის ბაზა „ბასტიონზე“, მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს არასამთავრობო სექტორი უფლებათა გადაჭარბებისთვის გაკრიტიკა და ამის მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოიყვანა.
მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება.