სამშაბათი, 21.05.13   16:37
+19.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
4 
6 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ქრისტიანული სამყარო აღდგომას ზეიმობს

15.04.12 16:29

ქრისტიანული სამყარო დღეს უდიდეს დღესასწაულს – უფლის მკვდრეთით აღდგომას - ზეიმობს.

დღევანდელი დღე, სამების საკათდერო ტაძრიდან, სრულიად საქართველოს მიულოცა კათოლიკოს პატრიარქმა.

ქადაგების დროს, ილია მეორემ დღევანდელი დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პატრიარქმა დალოცა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც და ყველა მათგანს ბედნიერება და სიძლიერე უსურვა.

სააღდგომო ლიტურგია საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში მიმდიანრეობდა.

საეკლესიო მსახურება სამებაში ღამის 11 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის მივიდა ტაძარში საქართველოს პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილი, მეუღლესთან ერთად, საზეიმო წირვას დაესწრო. ტაძარში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ, ასევე, პარლამწენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი. სააღდგომო ლიტურგიას პარლამენტარები და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაული მთელ საქართელოს მიულოცა.

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო მსვლელობა დაიწყო. ლიტანიობის დროს სასულიერო პირები,მსახურები და მრევლი ხატებით ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ჯვრის საგალობელს გალობენ. სამებაში შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეც გააცნეს. ილია მეორემ ეპისტოლეში რამდნემე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებასა და ჯანდაცვაზე.

მსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში გამთენიას დასრულდა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომასთან ერთად მორწმუნეებისთვის მარხვაც დამთავრდა. ხვალიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება.

დღევანდელი დღე მართლმადიდებლებისთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში დაბრუნებას გეგმავს

19.11.12 18:25

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაბრუნებას აპირებს - ამის შესახებ რეჟისორი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" საკუთარ გვერდზე წერს. More...video clip 

კულტურის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

12.11.12 13:02

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მოადგილეები წარადგინა. პირველი მოადგილე, რომელიც ფინანსებს ჩაიბარებს, ალექსანდრე მარგიშვილი გახდა. მოადგილეები არიან ასევე ხათუნა ხუნდაძე, მარინე მიზანდარი და იური მეჩითოვი.More...video clip 

ნიგვზიანში ინციდენტი ამოწურულია

02.11.12 20:17

ნიგვზიანში სიმშვიდეა. სოფლის მცხოვრებლებსა და აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. მოლაპარაკება ეპარქიის სასულიერო პირებსა და მუფთის შორის შედგა.More...video clip 

სოფელ ნიგვზიანის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებაა

02.11.12 12:03

ურთიერთობა სოფელ ნიგვზიანის მცხოვრებლებსა და აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის შორის სულ უფრო იძაბება. ლანჩხუთის რაიონის სოფლის ერთ-ერთ სახლში ისლამის მიმდევრებს სამლოცველო აქვთ მოწყობილი...More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ჰელოუინის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენეს

01.11.12 17:53

ინციდენტი მოხდა შარდენის ქუჩაზე. ჰელოუინის დღესასწაულისთვის გამოწყობილ ახალგაზრდებსა და რიგით გამვლელებს შორის დაპირისპირება მოხდა. More...video clip 

საშუალო განათლების სისტემა შესაძლოა ბრიტანულ მოდელზე გადავიდეს

01.11.12 17:08

მომავალ წელს განათლების ბრიტანულ მოდელზე გადასვლა იგეგმება – საშუალო განათლების მიღება სკოლებში მე-10 კლასით დასრულდება...More...video clip 

მიმართვა კულტურის მინისტრობის კანდიდატს

22.10.12 17:08

ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენელთა კულტურის მინისტრობის კანდიდატს, გურამ ოდიშარიას მიმართავენ და მინისტრის მოადგილედ თამარ ჩარკვიანის დანიშვნას თხოვენ.More...video clip 

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გადადგა

17.10.12 20:50

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის ირგვლივ დაპირისპირება დასრულდა. ნოშრევან ჩხაიძე, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის თანამდებობიდან გადადგა. More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
ფოტოსესია პუანტებში

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company