ორშაბათი, 20.05.13   13:06
+23.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ლიპარტელიანი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება

10.05.12 20:48

ავთანდილ ლიპარტელიანს უკვე მომზადებული აქვს სიტყვა, რომლითაც ხვალ ნორვეგიის სასამრთლოს მიმართავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

თამთა ლიპარტელიანის მამა დღევანდელ პროცესსაც დაესწრო. ავთანდილ ლიპატელინი დღესვე გაეცნო ექსპეტიზის დასკვნას და სასამართლოში თავისი მოთხოვნებით წერილიც შეიტანა.

ჩვენებას თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანიც მისცემს. უტოიას ტერაქტის უშუალო თვითმხილველი ანდრეს ბრეივიკის ტყვიას ათი თვის წინ შემთხვევით გადაურჩა. პროცესზე დასწრებამდე ქართველმა გოგონამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ნათია ჩხეტიანთან ერთად, მოსამართლეები უტოიას ტერაქტს გადარჩენილ ყველა ახალგაზრდას მოუსმენენ.

დღეს დილიდან ოსლოში დაზარალებულებისა და მათი ოჯახების წევრების დაკითხვა დაიწყო. მათ გამოსვლებს ანდერს ბრეივიკიც ესწრება. სასამართლოს შენობის გარეთ კი არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, რომლებიც ერთი წლის წინ მომხდარი საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ხვალ უკვე სასამართლო თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის ეპიზოდს განიხილავს.

სასამართლოზე დღეს სიტყვა ტერაქტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ნაწილთან ერთად, უშუალო თვითმხილველებსაც მიეცათ. ყველა მათგანმა დღეს სასამართლოს წინაშე თავისი ამბავი და ტერაქტის დეტალები გაიხსენა. ანდერს ბრეივიკისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები სასჯელის უმაღლეს ზომას და მის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ანდერს ბრეივიკის გახმაურებული პროცესი ოსლოში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ყველა სხდომა დახურულია.

საზარელ ტერაქტს რიგითი ნორვეგიელები დღემდე ვერ ივიწყებენ. სამართლოს შენობასთან ხალხი ყოველდღე, დილიდან იკრიბება.

სასამართლო სხდომები ბოლო წლების ყველაზე სასტიკ საქმეზე ყოველდღიურად იმართება. მოწმეებისა და დაზარალებულების მოსმენის შემდეგ, ოსლოს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 22 ივლისს მიიღებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

`იზვესტია` სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

24.04.13 12:05

რუსული გაზეთი ”იზვესტია” სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. გამოცემის მტკიცებით, ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორმა ტამერლან ცარნაევმა შესაძლოა მომზადება ქართული ფონდების დახმარებით გაიარა. More...video clip 

თურქეთის მოქალაქე დააკავეს

24.04.13 12:00

მიგრანტების საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ახალციხის რაიონის სოფელ კარტახში აიყვანეს.More...video clip 

ირაკლი ღარიბაშვილი დათა ახალაიას შესახებ

24.04.13 11:12

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს დათა ახალაიასთვის გარკვეული შეღავათების გაწევას იმ შემთხვევაში, თუ ის გამოძიებასთან თანამშრომლობას გადაწყვეტს.More...video clip 

შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა

24.04.13 10:39

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორები დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი აზრებაიჯანის მოქალაქეა და ის ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციის ბრალდებით აიყვანეს, ხოლო მეორე ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა...More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ბათუმში 46 წლის მამაკაცი მოკლეს

23.04.13 18:23

მკვლელობა მოხდა ბათუმში. ბარცხანის დასახლებაში 46 წლის მამაკაცი რამდენიმე გასროლით მოკლეს. More...

სოსო რობაქიძე ეჭვობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს მთავრობაში ლობირებენ

23.04.13 14:00

2004 წელს პატრულის ოფიცრის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ფიქრობს, რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ამ მთავრობაში ლობირებენ.More...video clip 

ინტერპოლის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს

23.04.13 11:37

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ორი მოქალაქე დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ელგუჯა ხუდაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს...More...video clip 

შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა

23.04.13 10:05

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორები დააკავა. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში ეჭვმიტანილები, სპეციალური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კაზინო "შანგრილას" ტერიტორიაზე აიყვანეს.More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
პოლიციელის დღე
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company