ორშაბათი, 06.09.10   10:54
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |
 

საინფორმაციო 
გადაცემა

კურიერი

ანალიტიკური გადაცემები

პოსტსკრიპტუმი
ბიზნესკურიერი




სექტემბერი 2010

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


enlarge photo

  

საქართველო ეუთოში მნიშვნელოვან რეზოლუციას წარადგენს

09.03.10 13:21

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შესაძლოა, სპეციალური რეზოლუცია მიიღოს. ასამბლეა ოსლოში  ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჟოაო სუარესთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე ოსლოში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მნიშვნელოვან რეზოლუციას წარადგენს.

მისივე თქმით, ოსლოში დაგეგმილ სხდომის დღის წესრიგი  დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდა.

რეზოლუციის გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული თემატიკა, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების იძულების მექანიზმები და ეუთო-ს მანდატის აღდგენის საკითხები განიხილეს.

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული, რათა კონფლიქტების დარეგულირების პროცესი დაჩქარდეს.
ამასთან, ეუთო-ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე მონიტორინგთან დაკავშირებით.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო ბაროსო სუარესი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

დღესვე  ჯოაო სუარესმა დელეგაციის წევრებთან ერთად დღეს წეროვანში დევნილთა კომპაქტური დასახლება დაათვალიერა. ჯოაუ სუარესი შეხვდა დევნილებს, მოინახულა მათი საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ობიექტები და წეროვანის დასახლებაში ახლადაშენებული სკოლა. დაინტრერესდა ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემებით მათი დასაქმების საკითხით.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ქრისტიან დემოკრატები ავიაკომპანიების წახალისებას ითხოვენ

31.08.10 17:43

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს ეროვნული ავიაკომპანიების ხელშემწყობი ღონისძიებები გაატაროს, რათა არ მოხდეს არსებული კომპანიების გაუჩინარება ბაზრიდან.More...video clip 

პრობაციის მინისტრმა ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა

31.08.10 17:28

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ არასრულწლოვანთა დაწესებულების ახალი ადმინისტრაციული კორპუსი გახსნა.More...

სანდრო კვიტაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზები განმარტა

31.08.10 17:08

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ვაკანტურია - სანდრო კვიტაშვილმა გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთა. More...video clip 

ავტოსადგურს სპეციალური კომისია ამოწმებს

31.08.10 16:45

ბოლო დროს გახშირებული ავტოავარიებისა და რეგიონებში მოძრავი სარეისო ავტობუსების გაუმართაობის შემოწმების მიზნით ტრანსპორტის ადმინისტრაციის სპეციალური კომისია დღეს ავტოსადგურში შევიდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კლაბ შოუ

კლუბური ტიპის, იუმორისტული შოუ

ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის ორგანიზებული ჯგუფი აიყვანეს

31.08.10 14:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ტყის უკანონო მჭრელების ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს, რომელსაც ხის მასალა ბორჯომიდან გაჰქონდა.More...video clip 

საბაჟო წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა

31.08.10 14:38

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ტვირთის საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა შპს `იბერიას` დირექტორი, ლეილა დაუშვილი და მენეჯერი, თამარ დურსუნ კიზი დააკავეს. More...video clip 

ჯონდი ბაღათურია ფასების 20%-ით ზრდაზე საუბრობს

31.08.10 14:32

პროდუქტზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით ჯონდი ბაღათურია თბილისის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიას ესტუმრა. `ქართული დასის` ლიდერი ამტკიცებს, რომ სურსათზე ფასების ზრდის დინამიკა საგანგაშოა. More...video clip 

რაგბის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი წარუდგინეს

31.08.10 13:58

ქართველი მორაგბეების წარმატებაზე ამიერიდან შოტლანდიელი რიჩარდ დიქსონი იზრუნებს - რაგბის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთელი ნაკრების წევრებს `შევარდენის` სტადიონზე შეხვდა. რიჩარდ დიქსონთან რაგბის კავშირმა ერთწლიანი ხელსეკრულება გააფორმა.More...video clip 


  სრული პროგრამა
ირინა გაბიანის ანარეკლები
`რიგოლეტოს` ტელევერსია
ქართული ღვინო ევროპაში
`13 Tzameti` ჰოლივუდში



 
 

© 1994-2010 Rustavi 2 Broadcasting Company