ხუთშაბათი, 20.06.13   14:18
+25.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ანტიქართული ისტერია რუსეთის დედაქალაქში

23.02.12 14:58

რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები ანტიქართულ ისტერიაში გადაიზარდა - საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, მოსკოვში მიმდინარე აქციაზე ვლადიმერ ჟირინოვსკი, წინასაარჩევნო აგიტაციის ნაცვლად, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით შემოიფარგლა.

`მე ყოველთვის ვწყევლიდი სტალინს, რომელიც გორში დაიბადა ცხინვალის სიახლოვეს და საქართველო დღემდე სისხლშია. ვიდრე აქ იყო რუსული არმია, ორასი წლის განმავლობაში აქ იყო სიმშვიდე, ახლა კი მუდმივად იქმნება არეულობები და ქართველებს ამის შემდეგ კიდევ ყოფნით სინდისი და ოკუპაციის მუზეუმს ხსნიან.  ჩვენ სამხრეთი ოსეთი ჩვენი დაცვის ქვეშ ავიყვანეთ და თუ ქართველებმა ასე გააგრძელეს, შეიძლება 200 წლის შემდეგ ცხინვალის ცენტრშიც ოკუპაციის მუზეუმი გახსნეს, აი თქვენი ისტორია,`- განაცხადა აქციაზე რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ.

ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთია იმ მოძრაობებს შორის, რომელიც სამშობლოს დამცველთა დღეს მოსკოვში აქციას მართავს. დედაქალაქში პარალელურად, კომუნისტების და კიდევ რამდენიმე მოძრაობის აქცია მიმდინარეობს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ვადაზე ადრე 52 პატიმარი გათავისუფლდება

12.06.13 10:59

დღეს 52 პატიმარი გათავისუფლდება. ისინი ვადაზე ადრე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. ეს გადაწყვეტილება პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ მიიღო.More...

პუტინი საქართველოს შესახებ

12.06.13 10:22

ვლადიმერ პუტინს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში რაიმეს შეცვლა ვერ წარმოუდგენია და მიაჩნია, რომ ეს საკითხი ამ ტერიტორიების მოსახლეობის ნებაზეა დამოკიდებული....More...video clip 

პარლამენტი ორი ელჩის კანდიდატურას დაამტკიცებს

12.06.13 10:00

გაეროსა და ნატოში საქართველოს ელჩობის კანდიდატები უნდა დაამტკიცონ დღეს კანონმდებლებმა.More...

პრემიერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს შეხვდა

11.06.13 18:16

ბიძინა ივანიშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსს და ვიცე-პრეზიდენტს, ტობიას ვოსს შეხვდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ავღანეთში იმყოფება

11.06.13 17:29

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ავღანეთში იმყოფებოდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა ჩიხრაძე...More...video clip 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ოპოზიცია არ ეთანხმება

11.06.13 17:16

პარლამენტის ბიუროზე განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. More...video clip 

მაია ფანჯიკიძის განცხადება საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით

11.06.13 15:31

საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის მცდელობას ქვეყანა მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით დაუპირისპირდება.More...video clip 

ჩინური კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს

11.06.13 14:48

ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციაში მონაწილე ჩინური კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაკავებულია.More...video clip 


  სრული პროგრამა
ნანუკას შოუ: გულიკო ჩაფიძე
კურიერი: ბაგრატის ვერდიქტი
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company