ოთხშაბათი, 22.05.13   17:16
+25.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

06.03.12 13:57

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა. მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის და დასაქმების სფეროებში პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივებს.

`ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პროექტებია. საუბარია ინვესტიციების შემოსვლაზე, ახალი ჰესების მშენებლობაზე, ახალი კლინიკების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თითოეულ ამ სექტორში ჯამურად დასაქმებულია რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, ხოლო თითოეული ჰესის მშენებლობაზე 13 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება,`- განაცხადა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შედეგზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, საზღვარი უვიზოდ რუსეთის 2500-მდე მოქალაქემ გადმოლახა.

მან საქართველოს ზემოხსენებულ ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის  ფედერაციის მთავრობის რეაქცია არაადეკვატურად მიიჩნია.

`სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის საპასუხო რეაქცია არაადეკვატური აღმოჩნდა. საქართველოში უკვე ყველამ დაინახა, რომ ეს არის თემა, რომელზეც პრაქტიკულად, მცირედი გამონაკლისის გარდა, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთ აზრზე დგას. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ფარგლებში მოხდება,`- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ თავისი ბრიფინგი პრეზიდენტის ბაქოში დაგეგმილ დღევანდელ ვიზიტზე საუბრით დაასრულა. პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება; გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია; იგეგმება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

დავით უსუფაშვილის ბრიფინგი

08.05.13 15:00

სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები 16 ან 17 მაისს შევა ძალაში. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა...More...video clip 

დუისში ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა

08.05.13 14:52

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი ჩეჩენის ცხედრის ექსჰუმაცია დასრულებულია. More...video clip 

იუსტიციის მინისტრი FBI-ს ხელმძღვანელს შეხვდა

08.05.13 13:21

საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა. თეა წულუკიანისა და რობერტ მიულერის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დაესწრნენ.More...video clip 

`ქართული ოცნება` საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობს

08.05.13 11:58

ვინ გახდება ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი? უკვე სახელდება რამდენიმე სავარაუდო პოლიტიკოსი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე, ვახტანგ ხმალაძე.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

გივი თარგამაძე საქართველოში დაბრუნდება

08.05.13 11:24

გივი თარგამაძე თბილისში ბრუნდება. პარლამენტის წევრი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ლიტვაში ცხოვრობს, აცხადებს, რომ საქართველოში უახლოესი რეისით ჩამოვა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთვება. More...video clip 

`ქართული ოცნების` საპრეზიდენტო კანდიდატს მომავალ კვირას დაასახელებენ

07.05.13 17:37

კოალიცია `ქართული ოცნების` საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი. More...video clip 

პრემიერი აჭარაში იმყოფება

07.05.13 16:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდა. More...

ელისო კილაძე კიდევ ერთი ფარული ჩანაწერის შესახებ

07.05.13 16:12

არასამთავრობო ორგანიზაცია `ჩემი საქართველოს`ლიდერი ელისო კილაძე გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სკანდალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company